დავით ზილფიმიანი დავით ზალკალიანს - ჩვენ, ფრიად უარყოფითად ვაფასებთ თქვენი ინსტიტუციის მუშაობას - როგორ მოხდა რომ მათ შორის, აზერბაიჯანთან ამდენი წელია მოუგვარებელია დავით გარეჯის საკითხი

ჩვენ ფრიად უარყოფითად ვაფასებთ თქვენი ინსტიტუციის მუშაობას. არაფერი პირადული, თქვენ ამას გრძნობთ“, - ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა დავით ზილფიმიანმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

დავით ზილფიმიანმა დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება საზიანო პოლიტიკას ატარებდა.

„ჩვენ, ფრიად უარყოფითად ვაფასებთ თქვენი ინსტიტუციის მუშაობას. არაფერი პირადული, თქვენ ამას გრძნობთ. როგორ მოხდა რომ მათ შორის, აზერბაიჯანთან ამდენი წლის განმავლობაში მოუგვარებელია დავით გარეჯის საკითხი. ის აშკარად საზიანო პოლიტიკა, რასაც ატარებდა წინა ხელისუფლება და რამაც გამოიწვია ე.წ. სტრატეგიული სიმაღლეების მეზობლისთვის მიწოდება, გაუგებარია. თუ სტრატეგიული პარტნიორია, რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე იყო ლაპარაკი? ეს თქვენ არ მოგეთხოვებათ. თქვენ მოგეთხოვებათ ის, რომ 9 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლებოდა ეს საკითხი, კვლავ ასე მძაფრად დამდგარიყო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ერთბაშად ამ საკითხსაც ვაყენებ. მტერი ქვეყნები ახერხებენ სასაზღვრო ძალების დაშორიშორებას, მგონი, შეიძლება მოვახერხოთ, რომ დროებით, სანამ საკითხი განხილვაშია დავაშოროთ ჯარები მხოლოდ იმ ზონაში“,-აცხადებს ზილფიმიანი.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ზილფიმიანის საპასუხოდ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს შეფასებას არ იმსახურებს.

„თქვენი უფლებაა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა შეაფასოთ ისე, როგორც შეაფასეთ. არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები. ამ შეფასებას არ იმსახურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - აცხადებს ზალკალიანი.

რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეს, როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის.

„ადვილი არ არის რუკების და კარტოგრაფიული მასალების მოპოვება. ამ პროცესზე დიდი ხანია ვმუშაობთ. არ ნიშნავს, რომ ჩვენ სადღაც თაროზე გვქონდა შემოდებული და არ ვესაუბრებოდით პარტნიორებს. მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ აქ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორთან. სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე ვცდილობთ მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის“,-აცხადებს ზალკალიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა