დავით ზალკალიანი - დიალოგი ორმხრივი პროცესია, დიალოგს არ შეიძლება მეორე მხრიდან დესტრუქცია მოჰყვეს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, დიალოგი აუცილებელია და ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა არ შეიძლება, ამას მეორე მხრიდან დესტრუქცია მოჰყვეს.

როგორც ზალკალიანმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებსა და საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებლია, ორმხრივად მისაღები ბალანსი მოიძებნოს.

"ჩემთვის საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საერთაშორისო კონსოლიდაციის და მათი ჩართულობის გარეშე, ჩვენი გამოწვევების გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ აუცილებელია, მათი კეთილი რჩევების გათვალისწინება. მე მათთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვარ. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ დიალოგი აუცილებელია და ამაზე მზაობა ხელისუფლებას არაერთხელ გამოუცხადებია. კონკრეტული ნაბიჯებიც კი გადაიდგა.

დიალოგი ხომ ორმხრივი პროცესია, დიალოგს არ შეიძლება მეორე მხრიდან დესტრუქცია მოჰყვეს, ამიტომ აქ ძალიან ბევრი რამე დევს, სასწორზე ჩვენი ქვეყანაა. ყველამ ჩვენი ამბიციები და ვიწროპოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ, ჩვენი ქვეყანა არის მთავარი. საფრთხეები, ოკუპაცია, ის გამოწვევები, რომელიც რეგიონშია, ახალი გეოპოლიტიკა ყალიბდება. არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ მოვლენებს, მატარებელი თუ წავიდა, ვერაფერზე ვიქნებით მზად. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. მესმის, რომ არის ამ საკითხის სამართლებრივი მხარე, არავინ დაობს ამაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციასა და როლზე, არის ასევე აღქმები, პოლიტიკური ნაწილი. აუცილებელია, მოიძებნოს ორმხრივად მისაღები ბალანსი",- განაცხადა ზალკალიანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო