მიხეილ ჩხენკელი - სკოლის ბევრი სახელმძღვანელო კრიტიკას ვერ უძლებს - წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ

სკოლის ძალიან ბევრი სახელმძღვანელო ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ სახელმძღვანელოებში რომ ჩაიხედოთ, დარწუნებული ვარ, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ - როგორ სტილშია გაკეთებული... ბევრ შემთხვევაში პედაგოგიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს, - აღნიშნული შეფასება პარლამენტში განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა.

ჩხენკელის ინფორმაციით, ახლა მეცხრე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი მერვე კლასის სახელმძღვანელოებმა გაიარა.

მინისტრობის კანდიდატმა მშობლებს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

“სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ჩვენი სურვილი იყო, რომ მასში ყველა ჩართულიყო. საქმე ჩვენი შვილების განათლებას ეხება. არსებობს ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას, განსაკუთრებით მშობლებს, საშუალება ექნებათ, რომ წარმოდგენილი პროექტები წაიკითხონ, რომლებიც გრიფირების კანდიდატები არიან. დიდი იმედი მაქვს, მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან. არის ადგილი კომენტარებისათვის. ჩვენ დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო