ეკატერინე ტიკარაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი 2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის პროგრამების გაზრდილ დაფინანსებასა და პაციენტების ნაწილისთვის სათემო მომსახურეობის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, 2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი და უფრო ხელმისაწვდომი გახდა სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისები.

„2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი და შედეგად უფრო ხელმისაწვდომი გახდა სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისები. გარდა ამისა, ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად, დავიწყეთ სისტემის დეცენტრალიზაციაზე მუშაობა, რათა პაციენტებმა სამკურნალო მომსახურება დიდი ზომის დაწესებულებების ნაცვლად მიიღონ საოჯახო ტიპის სახლებსა და საცხოვრისებში. პაციენტების ნაწილისთვის მსგავსი ტიპის სათემო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია. ასევე გაიზარდა ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში 30%-ით გაიზარდა ექიმისა და ექთნის მინიმალური ხელფასის ოდენობა.

2021 წლიდან ჩვენ ასევე გავზარდეთ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, რის შედეგად გაუმჯობესდა ბავშვთა სერვისების დაფინანსება. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ უსაფრთხო სისხლისა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო