ვახტანგ გომელაური - მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება

მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება, - ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. დანაყოფების მიერ მოხდება ონლაინსივრცის პროაქტიული მონიტორინგი, არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის შინაარსის ვებგვერდების დროული იდენტიფიცირების მიზნით“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შემუშავებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების სტრატეგიის პროექტი და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესასრულებელი ერთ-ერთი ვალდებულებაა.

პარლამენტის კომიტეტებში ნდობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვახტანგ გომელაური - მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება

მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება, - ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. დანაყოფების მიერ მოხდება ონლაინსივრცის პროაქტიული მონიტორინგი, არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის შინაარსის ვებგვერდების დროული იდენტიფიცირების მიზნით“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შემუშავებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების სტრატეგიის პროექტი და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესასრულებელი ერთ-ერთი ვალდებულებაა.

პარლამენტის კომიტეტებში ნდობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია