ჯუანშერ ბურჭულაძე - უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება

უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველი გახდება უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისა, - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის კომიტეტებში მოსმენისას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა და ის პრაქტიკული თუ პოლიტიკური მხარდაჭერა გაიხსენა, რასაც აშშ უკანასკნელ წლებში ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში გამოხატავდა.

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ისტორიული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი საგარეო სამხედრო დაფინანსებისთვის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პარლამენტის კომიტეტებში ნდობის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს