United Airlines-ი „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავების ფრენებს დროებით აჩერებს

United Airlines-ი „ბოინგ 777“-ის ტიპის 24 თვითმფრინავის ფრენებს დროებით აჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკულმა ავიაკომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ დენვერიდან ჰავაის შტატ ჰონოლულუში მიმავალი „ბოინგ 777“-ის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ეკიპაჟი იძულებული გახდა თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში დაებრუნებინა.

ინციდენტის დროს ბორტზე 231 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ამ შემთხვევის შემდეგ იაპონიამ ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც იყენებენ ბოინგ 777-ის იგივე, Pratt & Whitney 4000-ის ტიპის ძრავით, სთხოვა, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

„ბოინგმა“ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს იაპონიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას იძლევა, შეაჩერონ აღნიშნული ძრავის მქონე „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავების მუშაობა მანამ, სანამ "ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია" და "ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული საბჭო" ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას არ დაასრულებენ.

მწარმოებლის თქმით, ამ ძრავით მსოფლიოში ამჟამად 69 „ბოინგ 777“ მუშაობს.

იხილეთ ვიდეო:"გაერთიანებული ავიახაზები" "ბოინგ 777"-ის ტიპის თვითმფრინავების ფრენებს დროებით აჩერებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება