ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს - გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში

გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში?- ამ კითხვით პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

იოსელიანის განცხადებით, ის რაც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა წარმოადგინა, სადღეგრძელოა, რომელიც იმ საკითხებსაც კი აღარ შეიცავს, რომელიც წინა პროგრამებით იყო გაწერილი.

„ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის, არაფერი არ წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა. გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში ?“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს - გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში

გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში?- ამ კითხვით პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

იოსელიანის განცხადებით, ის რაც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა წარმოადგინა, სადღეგრძელოა, რომელიც იმ საკითხებსაც კი აღარ შეიცავს, რომელიც წინა პროგრამებით იყო გაწერილი.

„ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის, არაფერი არ წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა. გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში ?“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო