ალეკო ელისაშვილი - გულანთებულებს, გავარვარებულებს, ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს, ყველას გვჭირდება კომპრომისი

მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის,- აღნიშნული განცხადებით „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ქართველ ხალხს დღეს, კომპრომისები სჭირდება.

„კომპრომისები სჭირდება დღეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ყველას: გულანთებულებს, გავარვარებულებს, ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს გვჭირდება კომპრომისი, ეს იქნება პოლიტიკა. მე მსურდა, თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

როგორ გულზე არ უნდა გეხატებოდეს ან არ გვეხატებოდეს ერთმანეთი, იქითაც ქართული სახელმწიფოა და აქეთაც. თუ რამე გვჭირდება, ემოციების დაცხრობაა და ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025