შალვა პაპუაშვილი - შსს-მ პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება - ვნახეთ, ოპოზიციის ლიდერები როგორ ჩაიკეტნენ ოთახში და თავად როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის გეგმა არ იყო მოლაპარაკება, მათი გეგმა არ იყო პარლამენტში შემოსვლა; მათი გეგმა იყო გაზაფხულზე არეულობების დაწყება, საზოგადოებაში რაიმე უკმაყოფილების გამოწვევა, ამ ტალღაზე წამოჯდომა და ამით ძალაუფლების მოპოვება“.

მისივე შეფასებით, თუკი დღეს ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ეს არის ის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობას, ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების არჩევანს.

„ჩვენც ვამბობდით და თავადაც ამბობდნენ ჩვენი ოპონენტები რამდენიმე კვირის და თვეების წინ, რომ მათი გეგმა არ იყო მოლაპარაკება, მათი გეგმა არ იყო პარლამენტში შემოსვლა; მათი გეგმა იყო გაზაფხულზე არეულობების დაწყება, გამოწვევა რაიმე უკმაყოფილების საზოგადოებაში, ამ ტალღაზე წამოჯდომა და ამით ძალაუფლების მოპოვება. ოპონენტები, რომლებიც გაემიჯნენ ოპოზიციურ გაერთიანებას, ამბობდნენ, რომ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომლის დღის წესრიგია ძალაუფლების მოპოვება. მათ ვერ მოიპოვეს ძალაუფლება ხალხის მანდატით და ახლა სურთ გამოძებნონ სხვა გზები, რომ მოიპოვონ ძალაუფლება, მაგრამ როდესაც სახელმწიფო არის კანონის მხარეს, აქ ასეთი ზრახვების აღსრულება შეუძლებელია.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რუსეთს და ა.შ. - ჯობს ერთხელ და სამუდამოდ დაანებონ თავი ამ ყალბ პატრიოტიზმს. არავის სჯერა მათი პატრიოტიზმის. რუსეთის და გავრილოვების ხსენება არავის სჯერა. თუკი დღეს ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ეს არის ის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობას, ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგა დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების არჩევანს. ეს თუ არ არის რუსეთის საქმე, მაშინ კარგად დაფიქრდნენ რა არის სხვა?!“- განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების ოპონენტები დასავლელი პარტნიორების თვალში შებრუნებული რეალობის წარმოჩენას ცდილობენ - „სურათი ჩანს ცუდი, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ბარიკადებს არიან აყუდებული და ხელს უშლიან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“.

მისივე შეფასებით, შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება ძალიან პროფესიონალურად შეასრულა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერებმა საოფისე ინვენტარი თავად დააზიანეს.

„არავინ უარყოფდა, თავად ნიკა მელიაც არ უარყოფდა და არც მისი მხარდამჭერები, რომ ნიკა მელია არღვევდა კანონს. თავის დროზე იმით, რომ არ აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტლებას. ამიტომ აქ პასუხი არის ნათელი - ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. ეს არის მთავარი პრინციპი თანასწორობისა კანონის წინაშე.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მგონი, ყველა დავაკვირდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება. ვნახეთ, რამდენად სწორად იყო ის ღონისძიება ჩატარებული, რომელიც ჩატარდა. არავინ არ არის დაშავებული. საუბარი იყო იმაზე, რამდენად შეიძლებოდა გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, გადახედოს ყველამ „პოლიციის შესახებ“ კანონს, 33-ე მუხლი აწესრიგებს ამ ყველაფერს და აქ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მითუმეტეს, რომ ვხედავდით დღეს დილითაც წინააღმეგობის გაწევას, ვნახეთ რომ პოლიცია მივიდა, მოუწოდეს მათ, რომ აღსრულებისთვის ხელი არ შეეშალათ, მისცეს დრო ნახევარი საათი. მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერების ნაწილი მალევე დაემორჩილა პოლიციას, გარეთ გამოვიდნენ, ისიც ვნახეთ, ლიდერები როგორ ჩაიკეტნენ ოთახში და ვნახეთ თავად როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს. მთავარია ის, რომ პოლიციამ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ეს ღონისძიება, სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა: „საინტერესოა ტერმინი „შტურმი“ ახლა რომ გამოჩნდა ჩვენი ოპონენტების ლექსიკაში და მანამდე, პარლამენტს როცა უტევდნენ, შტურმი არ იყო?!“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა