ხატია დეკანოიძე - მუდმივი პროტესტი იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ დავიხიოთ უკან!

იქნება მუდმივი პროტესტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე რეგვენი, ვინც პარლამენტის ტრიბუნიდან, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიზღის ენას აფრქვევდა, საქართველოს თავისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

„სამომავლო გეგემები-ეს იქნება მუდმივი პროტესტი. ჩვენ არ ვაპირებთ, არც ერთი წუთით დავიხიოთ უკან! კანცელარიასთან ძალიან დიდი შეკრება იქნება. აქ საუბარი აღარ არის ნიკა მელიას საქმეზე, აქ საუბარია: ვაძლევთ, თუ არა საშუალებას ჩვენ რეჟიმს საბოლოოდ გადაგვიაროს და საბოლოოდ თავის მსახურებად გადაგვაქციოს?! ჩვენ აქ მყოფი ადამიანები თავისუფლებისთვის ვიბრძვით! 15:00 საათზე კანცელარიასთან და პირობას ვაძლევ ყველაზე რეგვენს, ვინც პარლამენტის ტრიბუნიდან, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიზღის ენას აფრქვევდა, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ