გენერალი ბენ ჰოჯესი - უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი და ბატონი ბიძინაა

უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი მხარდამჭერების უახლოესი წრეა. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს. კრემლი თვალყურს ადევნებს,“- წერს ბენ ჰოჯესი.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია