ახალგაზრდობის სააგენტომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ღია კონკურსი გამოაცხადა

ახალგაზრდობის სააგენტომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ღია კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღია კონკურსი საქართველოს 4 სამიზნე რეგიონში, ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე პირების შესარჩევად, მათი მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებად მომზადებისა და დასაქმების მიზნით გამოცხადდა.

ახალგაზრდობის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად “გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“, ევროკავშირის პროექტის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში 1 250 000 ევროთი დაფინანსებული პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 4 სამიზნე რეგიონიდან (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კახეთი) ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე პირების შერჩვას იწყებს მათი პროფესიული განვითარებისა და ადგილზე მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებად დასაქმების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტო 30 ადამიანს შეარჩევს, რომლებიც მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებად გადამზადდებიან, მათგან 20 ადამიანი 2 წლის მანძილზე, ადგილზე მობილურ ახალგაზრდულ მუშაკად დასაქმდება.

„მობილური ახალგაზრდული მუშაკები მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ და ახალგაზრდული სერვისების დანერგვა-განვითარებას შეუწყობენ ხელს. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არის 16-29 წლამდე ასაკის 10,000 ახალგაზრდა.

პროექტი „უნარები წარმატებისთვის“ ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას - Youth.platform.gov.ge განახლებას, მასში სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას. ჩამოთვლილი აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას, მათ შორის სამეწარმეო, ტრანვერსული და შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნარ-ჩვევების განვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ facebok გვერდზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს