თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია.

„Pevaton - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ევროპულ ბრენდებს (მწარმოებლებს) მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებთან (საცალო მოვაჭრეებთან)

On-demand delivery management platform DeliverOn - პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

Bugger Bluggers - პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაში VR-ის ბაზარზე.

ViDooFood - ინოვაციური კონცეფციის მატარებელი სამზარეულო საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

Legalle AI - ცენტრალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა, რომელიც 10-ჯერ შეამცირებს სამართლის დარგის სპეციალისტების მიერ მოკვლევაზე დახარჯულ დროს.

VISION - Blind Environment sensory system - უნივერსალური სენსორული სისტემა უსინათლოთა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის, რომელიც მათ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.

Cityscape Pro - რევოლუციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს არქიტექტურული და ვიზუალური პროგრამების მომხმარებელთა სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციას.

Immune-S - ბიოლოგიური იმუნომოდულატორი, რომელიც გამოიყენება როგორც კიბოს მკურნალობის, ასევე იმუნური სისტემის გააქტიურებისათვის.

Portal AGRoGEORGIA - სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემა.

autoElement - პროექტის იდეაა, შექმნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა.

Atom Kids - ექსპერიმენტების ნაკრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და შესაბამისი ონლაინ აპლიკაცია.

Mobile Travel Guide Biliki - ტურისტული მარშრუტების გლობალური სივრცე, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში.

WebApp - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების აპლიკაცია.

House of the future - სამშენებლო სისტემა, რომელიც იყენებს ბუნებრივ, განახლებად რესურსებს. ეკომეგობრული, 100%-ით განახლებადი და ყველაზე ჯანსაღი სამშენებლო მასალები.

PAYZE - სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.

ultra-fast UV Sterilizer - ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც დაგვიცავს ვირუსების, ბაქტერიებისა და მიკრობებისგან, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების მეშვეობით გადადის.

OMOFOX - ტვირთების მართვის ციფრული კომპანია.

Rare Earth Elements and Their Alloys, Nano and Micron Sized Powder Production - ნანო და მიკრონის ზომის მიწის იშვიათი ელემენტების (REE) განვითარება და წარმოება.

Sweeft KYC - პროექტის მიზანია ციფრული ონბორდინგის აპლიკაციის შექმნა. Sweeft KYC შესთავაზებს კლიენტებს მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა მათ შეძლონ მომხმარებლების თანამედროვე თაობის მოზიდვა და ამავე დროს საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს“, - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია