დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის  და  მათი მანიაკალური სახელისუფლებო  ამბიციების მოთოკვას

იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის და მათი მანიაკალური სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ელჩების დახმარებით, ქვეყანას დაპირისპირებას და დასავლური მომავლის დაკარგვას ააშორებს.

„ჩვენ ყველას, ოპოზიციასაც და ელჩებსაც გვაწუხებს საერთო პრობლემა, როგორ დავშორდეთ დაპირისპირების იმ უფსკრულს, რომლის წინაშეც ყველა დაგვაყენა „ქართულმა ოცნებამ“ და როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს საფრთხე არ შეექმნას დღევანდელი ხელისუფლების სკამების ჩაბღაუჭების და სახელისუფლებო ამბიციების გამო. ამიტომ ვართ მოსული, ეს გვაწუხებს და მოსული ვართ იმიტომ, რომ მოვძებნოთ გამოსავალი იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ყველა ერთად შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ამ ქვეყანას ააშორებს დაპირისპირებას, ააშორებს დასავლური მომავლის დაკარგვას, რომ საქართველო კვლავ დარჩეს ღირებულ პარტნიორად შეერთებული შტატების და ევროკავშირისთვის, რასაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა: „დიახ, დღეს საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ მიიყვანა დაპირისპირების უფსკრულის პირას“.

„დიახ, დღეს საქართველოში შეიქმნა საფრთხე, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დასავლეთის პარტნიორები. ამის თავიდან აცილება, დეესკალაცია და პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამიტომ ვარ დღეს აქ. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის, მათი მანიაკალური სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს