ოპოზიცია ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობს

არსებობს ორი მთავარი საკითხი - პოლიტპატიმრების როგორც მელიასი, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ოპოზიციამ დაინახოს კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან.

„ფასილიტატორ ელჩებს აქვთ სურვილი დაადგინონ მხარეების პოზიციები. დღეს ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ დაადგინონ არის თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ მათთან ჩვენ პოზიციაზე, როგორ გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, სივრცე რაიმე შეთანხმებისთვის შეამცირა და შეავიწროვა „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ნათელი, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენი პიზიცია არის უცვლელი - არსებობს ორი მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების როგორც მელიასი, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ, რა მექანიზმებით, რანაირად შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოხცნებაზე“ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი შედეგი, რადგან ყველას ესმის, რომ დღეს პოლიტიკური ჩიხი ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ჩიხიდან ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ გამოიყვანოს ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების ხელშია, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპებს და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს“.

„ის საუბრები, რომელიც გვაქვს არა მარტო აქ, არამედ ჩვენი პარტინიორი ქვეყნების დედაქალაქებში, ამერიკის სენატში, კონგრესში, ევროპარლამენტშია გვარწმუნებს ერთ რამეში, რომ „ქართული ოცნება“ ან გამოფხიზლდება, გაახსენდება, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა გამოიყენოს ოპოზიციის დევნისთვის და განადგურებისთვის, დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში უნდა აღადგინოს, ან მათ ელოდებათ ძალიან მძიმე ბედი. შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ საუბარი გვქონდა ბევრ სხვადასხვა მექანიზმზე, ბევრი სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ხელში, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპებს და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. ეს მექანიზმები აუცილებლად მუშავდება, თუკი არ დავინახავთ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნებისგან“ პოლიტიკურ ნებას, რომ დაუბრუნდეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს