დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩს ესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრობას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას მინისტრებმა აღნიშნეს ვითარების დეესკალაციის და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

„მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლონ როგორც აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და სხვა აქტუალურ რეგიონალურ თუ საერთაშორისო საკითხებზე. მინისტრებმა გამოთქვეს მაღალ დონეზე ვიზიტების გაცვლის სურვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა