ბრაიან უიტმორი მელიას დაკავებაზე - რასაც ვხედავთ, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია - ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში

რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს (ასეთი მოვლენები) იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს,- ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.

„ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში და როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკური ქმედებისთვის, ეს მე მაშფოთებს“, - განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია