სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი - პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება კრიზისის დაძლევის გზა არ არის

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის არის საჭირო, რათა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა“,- ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან და დიალოგს დაუბრუნდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არაა და არ წარმოადგენს კრიზისის დაძლევის გზას.

ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შეძლებს ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ისე, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის ის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს რიტორიკისა და ქმედებებისგან, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში”, — ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია