ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება

საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინაზე პოლიციის თავდასხმამ და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა ვითარება ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

მათ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ, იმისთვის, რომ არსებული კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება გამონახონ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია