სერგო ჩიხლაძე - გუშინდელი შეხვედრა იყო პირველი შემთხვევა, როცა ფასილიტატორების მხრიდან აღარ ყოფილა ნახსენები: „შედით პარლამენტში“ - ეს ბევრის მეტყველია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციასთან დიპლომატების გუშინდელი შეხვედრა იყო პირველი შემთხვევა, როცა ფასილიტატორების მხრიდან „აღარ ყოფილა ნახსენები ფრაზა: შედით პარლამენტში“.

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, დასავლელი პარტნიორების ეს პოზიცია „ბევრის მეტყველია“.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ჩვენც, მთელი ოპოზიცია ამას ვამბობთ.

ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც ნახსენები აღარ ყოფილა, რომ „შედით პარლამენტში და იქ განვიხილოთ“. აქ უკვე სხვა თემებზე იყო საუბარი. ერთმნიშვნელოვნად აღარ ყოფილა ასეთი მოწოდება. ეს მგონი, ბევრის მეტყველია, ისევე როგორც ბევრის მეტყველია საელჩოების, სენატის, დასავლელი პარტნიორების განცხადებები. ორმხრივი ინტერპრეტაცია ვეღარ იქნება.

გუშინ ვნახეთ, რომ სიბრიყვე უწოდა „ქართული ოცნების“ ქმედებებს კიზინგერმა. დღეს კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძალიან რბილი და სუსტი შეფასებები გაკეთდა პარტნიორების მხრიდან. არ ვიცი, კახურად დედას ხომ არ შეაგინებენ ჩვენი პარტნიორები? ამაზე ხისტი შეფასება არ არსებობს ბუნებაში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე განმარტებით, ფასილიტატორებთან გუშინდელ შეხვედრაზე მთავარი კითხვა იყო, „დარჩა თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის“.

„გუშინ, ელჩების მთავარი წუხილი და ჩვენი ინტერესი იყო, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. გავიგეთ, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად მოიქცა, არც სენატის მოწოდებები და ევროკავშირის მოწოდებები არ იღო ყურად. ელჩებიც არ მოელოდნენ ასეთ განვითარებას, მთავრია კითხვა, როგორ გამოვიდეთ აქედან? გუშინდელი შეხვედრის მიზანი იყო, დარჩა თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ყველამ ერთხმად ვუთხარით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ჩიხლაძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად პოლიტპატიმრების, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გარდა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია