ხატია დეკანოიძე - არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა

არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „შემაკავებელი, რაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, არის სწორედ სანქციები”.

„უკვე ღია მოწოდებებია და ისმის საუბარი, რომ როდესაც რეჟიმი იკრებს ძალას და სწორედ ამ კუთხით მიდის ქვეყნის განვითარება, რაც გულისხმობს, რომ რეპრესიებს, მართლმსაჯულების პოლიტიკურ ნაწილს, პირდაპირ ძალისმიერ შტურმს და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას, რასაკვირველია, როგორც ბელარუსში და მოლდოვაში მოხდა, სანქციები აუცილებლად იქნება გამოყენებული. ამ ნიაღვრის და ამ ტალღის შემდეგ, საუბარი დაიწყება ძალიან კონკრეტულ სანქციებზე. ქვეყანასთან მიმართებით, ის რაც ხდება დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ევროატლანტიკური მომავლისთვის დამაზიანებელია და შემაკავებელი, რაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, ეს არის სწორედ სანქციები”,- განაცხადა დეკანოიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს