მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს გაუსვა ხაზი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს გაუსვა ხაზი. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირმა მიუთითა, რომ მათი კონსტრუქციული როლი არის გადამწყვეტი და ამიტომ უნდა შევიდნენ პარლამენტში.

"ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის სტილია - რაც არ მოსწონთ, იმას აიგნორებენ და ამოიკითხავენ იმ ფრაზას, რაც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა. ამაზე აქვთ აწყობილი მთელი მესიჯბოქსი. პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. როცა მოლაპარაკებების მაგიდა „ქართულ ოცნებას“ არასოდეს მიუტოვებია, პასუხისმგებლობა ცალმხრივი ვერ იქნება. სწორედ ამის ძალიან ნათელი და მკაფიო გამოხატვა იყო ევროკავშირის განცხადებაც. რაც ხდება შეგვიძლია შესაძლებლობად გამოვიყენოთ, რომ მათ მოუწიოთ რაციონალური წინადადებების დაყენება და არა ულტიმატუმების. ჩვენს მიმართაც იყო საკმაო კრიტიკა, თუმცა პასუხისმგებლობა არ არის ცალმხრივი, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ორმხრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება და მოლაპარაკების მაგიდასთან რაციონალური წინადადებების წარდგენა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას წაადგება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, უფრო მეტად გაღრმავდა.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო