ელისაბედ მეორე - კორონავირუსზე აცრა საერთოდ არ არის მტკივნეული და ვაქცინის გაკეთებისთანავე თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ამბობს, რომ კორონავირუსზე აცრა ძალიან სწრაფად ხდება და საერთოდ არ არის მტკივნეული.

„ვაქცინის გაკეთებისთანავე, თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი იყო სწრაფი. მე ბევრი წერილი მივიღე ხალხისგან, რომლებიც გაოცებულნი იყვნენ, თუ რამდენად ადვილად ხდება ვაქცინის გაკეთება. იცით, ეს საერთოდ არ არის მტკივნეული“, - აღნიშნა დედოფალმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრის დროს.

94 წლის დედოფალს ვაქცინის პირველი დოზა გასულ თვეში გაუკეთეს. მასთან ერთად აიცრა მეუღლე, პრინცი ფილიპე. ცოტა ხნის წინ ვაქცინაცია ჩაიტარა პრინცმა ჩარლზმაც. სულ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 19 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთეს.

იხილეთ ვიდეო:ელისაბედ მეორე - ვაქცინის გაკეთებისთანავე, თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?