ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა.

კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა