გიორგი ვაშაძე - თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროკავშირის უშუალო მოდერაციით მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს. ამის შესახებ ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შეხვედრა იმისთვის არ იყო, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია, ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, მზად არიან თუ არა მხარეები ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და ფასილიტაციით, გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის ეს ორი საკითხია მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მათ სათქმელი ექნებათ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც, რადგან ეს საკითხი საუბრის პროცესში განიხილება. წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავ, ასე არ არის. ყველაფერს განვიხილავთ და ყველა საკითხზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება პლებისციტს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე არ გვისაუბრია. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან უკვე იყო წარდგენილი ეს საკითხი. სამწუხაროდ, ამაზეც უარი მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს არის სხვა გარემოება, სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს“,-განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია პიკეტირებას და პროტესტს გააგრძელებს, რადგან ეს პროცესი შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა