ლევან დავითაშვილი - "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ვითომ ექსპერტები ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ზოგიერთი ვითომ ექსპერტი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, რაც მისი შეფასებით, უპასუხისმგებლობაა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, მათ გარკვეული დღის წესრიგიც ჰქონდეთ.

„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როდესაც საუბარი იყო ამ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ასე შემდეგ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო, თქვენ ყველამ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი უბრალოდ არ იმართება. ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხევაში ოპონირებენ, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ზოგიერთ შემთხვევაში, ვითომ ექსპერტები, მათ ეს პროცედურები ყველაზე კარგად იციან, ისინი არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან გვიჩივიან ან ოპონირების რეჟიმში არიან. ეჭვიც მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე ნეგატიურია. ლევან დავითაშვილის თქმით, მას ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამს.

„პირადად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ამაზე იყო საუბარი პრემიერის მხრიდან. ჩვენ უნდა შევქმნათ მოსახლეობის სწორი აზრი და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზს. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი“,-განაცხადა დავითაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს