თაზო დათუნაშვილი პრემიერს - თქვენ ლობირებთ ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთის ინტერესებს და დავალება გაქვთ, რომ ვირეშმაკობით დრო გაწელოთ და ანაკლიის პორტის აშენება უსასრულოდ გადადოთ

თქვენ ლობირებთ ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთის ინტერესებს და დავალება გაქვთ, რომ ტყუილებით და ვირეშმაკობით დრო გაწელოთ და პორტის აშენება უსასრულოდ გადადოთ, ახლა ეს სვლაც აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ თქვენ მოღალატე ხართ, ბატონო პრემიერო, - ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, მაგრამ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება, ეს კი, მისივე თქმით, ძალიან მალე მოხდება.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჩერეთ თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა, ბატონო პრემიერო! მთელი სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირეთ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების შემოყვანას და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რადგან რუსული ინტერესების გამტარებლები და მოღალატეები ხართ, ბატონო პრემიერო. ახლა კი ტყუით, ტყუით და ტყუით, მაგრამ ეს თქვენი სტილია ბატონო პრემიერო, თქვენ ან ბოდავთ, ან ტყუით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ბოდავთ, მიზანმიმართულად ტყუით, რადგან თქვენ, ბატონო პრემიერო, ისეთივე მოღალატე ხართ, როგორიც თქვენი პატრონია. თქვენ ლობირებთ ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთის ინტერესებს და დავალება გაქვთ რომ ტყუილებით და ვირეშმაკობით დრო გაწელოთ და პორტის აშენება უსასრულოდ გადადოთ, ახლა ეს სვლაც აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ თქვენ მოღალატე ხართ, ბატონო პრემიერო.

მოკლე ჭკუასთან ერთად, მოკლე მეხსიერება გაქვთ ბატონო პრემიერო, ამიტომ აქვე შეგახსენებთ თქვენი თანაგუნდელის, ამხანაგი კაკულიას ერთი წლის წინანდელ "წამოცდენებს" იმ ბრძენ კაცზე, რუსეთზე და თქვენს შიშებზე... დამნაშავის ფსიქოლოგიაა, როდესაც დანაშაულს ივიწყებს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს თქვენი "ჯგუფურად" ჩადენილი დანაშაული... თქვენი კოლექტიური ღალატი... არ დაგვავიწყდება, რადგან დღეს უკვე პირველი გემები უნდა შესულიყვნენ პორტში, რადგან ანაკლია სითის მშენებლობა აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო, რადგან ათობით ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო პორტსა და მის მიმდებარე ინფრასტრუქტურაში, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებთან ურთიერთობის აღდგენისათვის ახალი პლაცდარმი უნდა შექმნილიყო, რადგან ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ვაჭრობის განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო ... ძალიან ბევრი მიზეზის გამო გვახსოვს რამხელა შანსი გავუშვით ხელიდან, ამიტომ თქვენ ტყუილებს უკვე ზარქუა და ბერაიაც აღარ იჯერებენ...

ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, მაგრამ მაშინ როდესაც თქვენ ხელისუფლებაში აღარ იქნებით, ეს კი ძალიან მალე მოხდება! ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ბატონო პრემიერო! ხოლო თქვენ და თქვენი კოლეგები აუცილებლად პასუხს აგებთ თქვენი კრიმინალური და მოღალატეობრივი საქმიანობისათვის!“, - წერს დათუნაშვილი.

დათუნაშვილის მოსაზრებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია