სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს - „წითელი ხაზები“ ცხვირ-პირში მოხვდებათ, თუ არ დაივიწყებენ

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ მათ არ დაივიწყებენ, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კომპრომისებზე ვინც უნდა წავიდეს, ეს „ქართული ოცნებაა“.

„მოლაპარაკებაზე კომპრომისული წინადადებით ვინც უნდა მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ ველოდებით კომპრომისებს „ქართული ოცნებისგან“. ჩვენი შეთავაზება არის ის 6 პუნქტი, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შევთანხმდით, ამაზე დათანხმდა მათ შორის ე.წ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ამაზე ვისაუბრებთ ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკება. „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ ამ ხაზებს არ დაივიწყებენ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, შეთავაზებული 2-კვირიანი ვადა იწურება და ახლა ხელისუფლების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები.

„მათი მხრიდან არავითარი შემოთავაზება არ არის, საჯაროდ რაც ვიხილეთ, ეს არის კვლავ „წითელ ხაზებზე“ საუბარი, რაც დღევანდელ რეალობას აბსოლუტურად აცდენილია“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთ-ერთ კომპრომისად პლებისციტის ჩატარებას განიხილავდა.

„პლებისციტი იყო ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ოპოზიციაში განიხილებოდა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საერთოდ, ზედმეტად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან რაიმე სახის კომპრომისებზე საუბარი“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს