თამარ გაბუნია - კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომლებმაც მკურნალობა კლინიკებში გაიარეს, ინფექციური საავადმყოფო შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რომ მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის სრულად შესწავლა მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან იწყება იმ პაციენტების კვლევა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. მისივე განმარტებით, კვლევა, ამ ეტაპზე მიმართულია თბილისის მოსახლეობაზე, ხოლო მის განვრცობაზე საუბარი შესაძლებელია იმაზე, თუ რა შედეგი გამოვლინდება. მისი თქმით, კვლევა ჩატარდება თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში, ხოლო კოვიდგადატანილი საკვლევი პაციენტების შერჩევა მოხდება რანდომულად, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

„რა თქმა უნდა, ეს მოხდება მათი თანხმობის და ყველა ეთიკური წესის დაცვით. კოვიდგადატანილ იმ პაციენტებს, რომლებმაც მკურნალობა კლინიკებში გაიარეს, ინფექციური დაავადებებისა და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, იმისათვის, რომ მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის სრულად შესწავლა მოხდეს. შესაძლოა, ჩივილი არც იყოს გამოხატული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რაც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა. ძალიან საინტერესო კვლევაა და ველოდებით შედეგებს. ამ გზით, საქართველოს მონაცემები იქნება ერთ-ერთი ნაწილი ზოგადად, იმ მსოფლიო მონაცემებისა, რაც ამ მიმართულებით გროვდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ბევრ ქვეყანაში ტარდება მსგავსი ტიპის კვლევა და საქართველოც ერთ-ერთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლის, რა ცვლილებები არის მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ პერიოდში.

„ამას, რა თქმა უნდა, უნდა, შემდეგ გავაზიარებთ სხვა მეცნიერებთან იმისათვის, რომ „გაიდლაინის“ რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა კვლევისთვის სამიზნე ჯგუფი დაახლოებით 500-დან 600 პაციენტამდე მერყეობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბრიდან აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევების პროტოკოლი, სადაც მითითებულია ვის, რა ტიპის გამოკვლევა შეიძლება შევთავაზოთ. ამ მიმართულებით პირველადი ჯანდაცის ექიმები მოზადებულები არიან. პაციენტების ნაწილს ამ გამოკვლევების ჩატარება შეუძლია საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ამდენად, ეს ფინანსურად მნიშვნელოვანწილად არის მოცული. ასევე, არის რეაბილიტაციის კომპონენტი, რაც ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან და აბასთუმნის ცენტრში კოვიდგადატანილ პაციენტს შეუძლია სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტაროს სახელმწიფო დაფინანსებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოსტ კოვიდური სინდრომის კვლევები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

„მთლიანად მსოფლიოში დაახლოებით გადატანილთა 30%-ს ხანმოკლე, ან გრძელვადიან პერიოდში გარკვეული გამოვლინებები აქვთ. პოსტ კოვიდური სინდრომი, საკმაოდ საინტერესოა, ამაზე კვლევა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენთანაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის საშუალებით მოსახლეობას საშუალება აქვთ, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, თუ მათ კოვიდის გადატანის შემდეგ რამე შეაწუხებთ, მაგრამ მიზანმიმართული კვლევა დღეს, 9-ში იწყება, რომელსაც კოორდინირებას უწევს ინფექციური საავადმყოფო და ბატონი თენგიზ ცერცვაძე. შედგენილია ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი, თუ რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ამ ადამიანებმა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ინფექციურმა საავადმყოფომ 500 ადამიანი შეარჩია, მათ მოწვევები გაეგზავნათ და შესაბამისად, პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები ჩაუტარდებათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა