გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის დედა - თუ მოსამართლე არ არის მოსყიდული, ველოდები კარგ განაჩენს - თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, სამართლებრივად ვიბრძოლებ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის დედა ლია გელაშვილი აცხადებს, რომ თუ შაქარაშვილოს საქმის მოსამართლე „მოსყიდული არ არის", ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ ამ საქმეზე ხუთივე ბრალდებული პირი უდანაშაულოა.

„თუ მოსამართლე არ არის მოსყიდული, ველოდები კარგ განაჩენს და თუ მოსყიდულია, თქვენც კარგად იცით...კარგი განაჩენია ის, რომ გაამართლოს ბიჭები და რეალური დამნაშავეები აღმოაჩინოს. თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, სამართლებრივად, ცივილურად აუცილებლად ვიბრძოლებ. თუ მოსამართლე თავის სკამს ამ ბიჭების უბედურებას ანაცვალებს, მაშინ ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა ლია გელაშვილმა.

რამდენიმე წუთში, მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა