რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით სამინისტრო ყველას მოუწოდებს, კანონით დადგენილი წესებით იმოქმედონ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ყველას მოუწოდებს, საარჩევნო ყრილობა ხვალ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. ასევე, თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში იმოქმედოს.

„ნებისმიერი დაპირისპირება ეწინააღმდეგება როგორც სპორტულ პრინციპებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს კანონებს. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება, მით უმეტეს წინასწარ გაცხადებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი და იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს