გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი - არც ერთი მტკიცებულება იმას არ ადასტურებს, რაც სასამართლომ დღეს გამოგვიცხადა

დღეს ჩვენ ვიხილეთ მოსამართლე ბიძინა სტურუას ყველაზე არაკანონიერი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ არც ერთი მტკიცებულება იმას არ ადასტურებს, რაც დღეს ჩვენ გამოგვიცხადა სასამართლომ. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს არის ერთგვარი გარანტია იმის, რომ სტურუა ხვალ და ზეგ ვიხილავთ უზენაეს სასამართლოში, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ამავე საქმეზე 3 სრულწლოვანი პირისთვის 16-16 -წლიანი განაჩენის გამოტანის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბიძინა სტურუამ აღნიშნული საქმე წინასწარ შეცნობით დაიწერა და განაჩენი ჯერ კიდევ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გამოიტანა. გელხაურის განმარტებით, ეს საქმე ბიძინა სტურუასთვისთვის ერთგვარი ბილეთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად.

„მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე დაეწერა თვითონ და მიიღო გადაწყვეტილება იქამდე, სანამ დაიწყებდა არსებით განხილვებს. ეს არის ერთგვარი გზა, რომ მან მიაღწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას.

ჩვენ კარგად ვიცით, როდესაც დანიშნული იყო სასამართლო სხდომა პარასკევ დღეს, ხუთშაბათ დღეს დაცვის მხარემ განაცხადა, რომ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და ამოწურა ყველა მტკიცებულება და ჩვენ პარასკევს დილით იუსტიციის საბჭოში ბატონი სტურუა ვიხილეთ როგორც ერთ-ერთი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის. ეს არის ერთგვარი, შეიძლება დაერქვას, ბილეთიც, რომ ის იყოს შემდგომში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და აქედან და ამ საქმიდან მიიღო მან ეს გარანტიები,“- განაცხადა გელხაურმა.

მისივე განცხადებით, ბიძინა სტურუას გვარი აუცილებლად გაიჟღერებს სტრასბურგის სასამართლოში და გადაწყვეტილება აისახება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც გაიწერება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლემ არარსებული მტკიცებულებების ფონზე მიიღო.

„არსებითი მნივნელობა არ აქვს ახლა ამ შემთხვევაში ბატონ სტურუას სასჯელის ნაწილში გამოცხადებულ განაჩენს, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია და ეს არის უკვე უკანონო. აუცილებლად ბიძინა სტურუას გვარი გაიჟღერებს სტრასბურგის სასამართლოში და ევროპის სასამართლოში და დაიდება ეს გადაწყვეტილება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება 1 წელში, 2-ში თუ 4 წელში, აუცილებლად იქნება ეს განაჩენი ბატონი სტურუას ერთ-ერთი ის განაჩენი, რომელიც სამარცხვინოა მის მიერ მიღებულ პრაქტიკაში და რომელიც გაჟღერდება ისე, რომ არარსებული მტკიცებულებების ფონზე მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის - ზ.ხ-სა და ა.ქ-ს საქმეზე კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა