სურამის ახალგაზრდული სახლი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელი კურსისთვის აპლიკანტების მიღებას აგრძელებს

სურამის ახალგაზრდული სახლი შიდა ქართლში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელი კურსისთვის აპლიკანტების მიღებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში 18 მონაწილისგან შემდგარი ორი ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებული პროგრამით გადამზადდებიან.

„გადამზადების პროგრამა შედგება რეზიდენციული ტიპის სასწავლო კურსისგან, პრაქტიკის ფაზისა და მენტორინგისგან.

რეზიდენციული ტიპის სასწავლო კურსს მონაწილეები გაივლიან სურამის ტრეინინგ ცენტრში, ორ ნაკადად, სხვადასხვა თარიღებში (22 მარტი - 28 მარტი და 29 მარტი - 04 აპრილი).

ტრეინინგ კურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შეავსოთ აპლიკაცია 16 მარტის ჩათვლით, აპლიკაცია და დეტალური ინფორმაცია გადასამზადებელ პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/SuramiYouthHouse/

პროექტი ახალგაზრდული მუშაობა @ ციფრული სამყარო მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას შიდა ქართლში (და არა მარტო) მოქმედი და დამწყები ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მეშვეობით.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ხაშური, კასპი და გორი, მისი მომიჯნავე სოფლების, დაბებისა და დასახლებების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტი და რესურსები კი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პროექტი ახალგაზრდული მუშაობა @ ციფრული სამყარო დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სურამის ახალგაზრდული სახლი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელი კურსისთვის აპლიკანტების მიღებას აგრძელებს

სურამის ახალგაზრდული სახლი შიდა ქართლში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელი კურსისთვის აპლიკანტების მიღებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში 18 მონაწილისგან შემდგარი ორი ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებული პროგრამით გადამზადდებიან.

„გადამზადების პროგრამა შედგება რეზიდენციული ტიპის სასწავლო კურსისგან, პრაქტიკის ფაზისა და მენტორინგისგან.

რეზიდენციული ტიპის სასწავლო კურსს მონაწილეები გაივლიან სურამის ტრეინინგ ცენტრში, ორ ნაკადად, სხვადასხვა თარიღებში (22 მარტი - 28 მარტი და 29 მარტი - 04 აპრილი).

ტრეინინგ კურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შეავსოთ აპლიკაცია 16 მარტის ჩათვლით, აპლიკაცია და დეტალური ინფორმაცია გადასამზადებელ პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/SuramiYouthHouse/

პროექტი ახალგაზრდული მუშაობა @ ციფრული სამყარო მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას შიდა ქართლში (და არა მარტო) მოქმედი და დამწყები ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მეშვეობით.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ხაშური, კასპი და გორი, მისი მომიჯნავე სოფლების, დაბებისა და დასახლებების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტი და რესურსები კი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

პროექტი ახალგაზრდული მუშაობა @ ციფრული სამყარო დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო