სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებს, მათივე თხოვნით შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მფლობელები გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით კანონმდებლებისგან დახმარებას ითხოვენ.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებთან - ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი, ვიმუშაოთ რეალურად, გავერკვეთ, რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს რეგულაციები მძიმე ტვირთი", - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი აპრილიდან საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს)ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე მთავრობის რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენილება უნდა ამოქმედდეს, რომელიც, მათ შორის, სახერხი საამქროების ვიდეო მონიტორინგის სისტემით აღჭურვას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში აღრიცხვიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები კარგია, თუმცა სახერხი საამქროს მფლობელის განმარტებით, არის გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც დახვეწა სჭირდება, ზოგიერთი რეგულაციის მიღება უნდა გადაიდოს, ხოლო ზოგიერთი რეგულაცია, საერთოდ უნდა გაუქმდეს.

მათი განმარტებით, კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და შესაბამისად, ახალი რეგულაციები მათ მძიმე ტვირთად დააწვება.

მეწარმეებს პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და ანზორ ბოლქვაძეც შეხვდნენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს