Stack - ქართული ინტერნეტბრაუზერი (R)

Stack - ქართული ინტერნეტბრაუზერი (R)

თუ თქვენი ყოველდღიური სამუშაო ინტერნეტში სეირნობას, ხანდახან კი ვებსამყაროში სირბილსაც კი მოითხოვს, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგან გაგაცნობთ ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ და უფრო პროდუქტიულს გაგხდით.

5 მეგობრის კოლაბორაციით შექმნილი სტარტაპი Stack, ქართული ინტერნეტ ბრაუზერია, რომელიც ბევრად უფრო მოქნილი და თანამედროვეობაზე მორგებულია ვიდრე google chrome, opera, და.ა.შ.

მართალია, დღემდე ინტერნეტ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ზემოთ ხსენებული ბრაუზერებით სარგებლობს, მაგრამ დამერწმუნეთ, Stack- ის გაცნობის შემდეგ სხვაგან გახედვა აღარ მოგინდებათ. ამის დასტურად ისიც შეგვიძლია გითხრათ, რომ სთექს მოკლე პერიოდში 30 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან - ამერიკიდან, იაპონიიდან ევროპიდან და.ა.შ.

გარდა ამისა, ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა - 360Lab ათასამდე სტარტაპიდან სთექი 5 საუკეთესოთა შორის დაასახელა. მსოფლიოში ცნობილმა ტექნოლოგიურმა ჟურნალმა კი სთექი ყველაზე პერსპექტიულ დამწყებ ბიზნესად მიიჩნია.

რა გამოარჩევს სთექს სხვა ბრაუზერებისგან?

ქართული წარმოშობის ბრაუზერის Stack-ის დახმარებით შეგიძლიათ, დააორგანიზოთ აპლიკაციები, ვებსაიტები, მეილები, სოციალური ქსელები ისე, რომ მრავალფეროვანი და ახალ-ახალი ტაბების გახსნით გამოწვეული არეულობა თავიდან აიცილოთ.

სთექი გაძლევთ საშუალებას, ყურადღება მიაქციოთ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ვებ პორტალს, მეილს, ექაუნთს, ზედმეტი ძალისხმევისა და გადაღლილობის გარეშე, კატეგორიების მიხედვით პარალელურ რეჟიმში შექმნათ რამდენიმე „სამუშაო სივრცე“ , რომელშიც ქარდებად გახსნილ აპლიკაციებს მნიშვნელობის მიხედვით დაალაგებთ.

თუ ორ ან რამდენიმე ექაუნთს ფლობთ სოციალურ ქსელში და ორივესთვის თვალყურის მიდევნებაა თქვენი მთავარი მიზანი, რამდენიმე სხვადასხვა ბრაუზერის გამოყენება და მათ შორის მაუსით სირბილი არ დაგჭირდებათ, რადგან სთექში შესაძლებელია ერთსადაიმავე სოციალურ ქსელში, პირობითად ფეისბუქში, ორი სხვადასხვა ანგარიში პარალელურად გახსნათ, გვერდიგვერდ განათავსოთ და მართოთ, რათა არ გამოგეპაროთ რაიმე მნიშვნელოვანი შეტყობინება თუ წერილი.

რატომ უნდა გამოიყენოთ Stack?

როგორც მიხვდით, სთექი თანამედროვე ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვისთვისაც დროს ძალიან დიდი ფასი აქვს და სამუშაოს ეფექტურად შესრულებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სთექი უნდა გამოიყენოთ იმიტომ, რომ ის ზრდის თქვენს პროდუქტიულობას, არ გაკარგვინებთ დროს წვრილმანებში, მარტივად უმკლავდებით სამუშაოს მოსახერხებელი ბრაუზერის დახმარებით და გრჩებათ უფრო მეტი დრო განვითარებაზე ფიქრისთვის.

(R)

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“