ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის ელჩმა სასტიპენდიო პროგრამის „STIPENDIUM HUNGARICUM“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა სასტიპენდიო პროგრამის „STIPENDIUM HUNGARICUM“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ მსურველებს, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს.

„STIPENDIUM HUNGARICUM“ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამა, უნგრეთის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნგრეთის მთავრობის მიერ 2013 წელს შემუშავდა. პროგრამით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 5000 საერთაშორისო სტუდენტი სარგებლობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://stipendiumhungaricum.hu/

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს