ათეა-მ N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.

კერძოდ, ბოლნისის, ქუთაისის, სენაკის, რუსთავის, ფოთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ჯილდოები პროექტებისთვის - „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“, „COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“, „სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“, ასევე, „რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ჩატ ბოტის - სი ბოტის შექმნა და ექსპლუატაცია“, „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ და „COVID 19-ის გავრცელების შესაკავებლად მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები“ გადაეცათ. წყალტუბოს, ოზურგეთისა და თელავის მუნიციპალიტეტები კი, პროექტებისთვის - „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ შექმნა და ფინანსური მხარდაჭერა, „სამოქალაქო ბიუჯეტის -„იყავი თანამმართველი“ განხორციელება მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდისა და თვითორგანიზების გააქტიურებისთვის“ და „თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა“ დაჯილდოვდნენ.

კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე - სასტუმროებში - „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.

ღონისძიება სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდები“, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - ნინო ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტების აქტიურობას გაუსვა ხაზი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - სოზარ სუბარმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა მიმართეს.

ეროვნულ კონფერენციას, ასევე, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შემოუერთდნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტების დაჯილდოვება საზეიმო ღონისძიების მეორე ნაწილშიც გაგრძელდა. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, მყარი ნარჩენების შეგროვების სფეროში საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისა და მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას წარმოდგენილი კარგი პრაქტიკებისთვის, სპეციალური სიგელები - ქუთაისის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ასევე, ამბროლაურის, ლენტეხის, მცხეთის, ზესტაფონის, სამტრედიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადასცა.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, ასევე საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ