კრისტიან დანიელსონი კვლავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრიტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან დღეს რიგით მეორე შეხვედრას მართავს.

კრისტიან დანიელსონს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის დეპუტატი, პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ხვდებიან.

დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნების" გარდა, შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა