ბადრი ჯაფარიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იყო პიარული, თავიანთი რადიკალური ფრთის საამებლად

„ქართული ოცნების“ ლიდერები სამწუხაროდ, ძირითადად მიმართავენ თავიანთ რადიკალურ ფრთას, რომელიც ალბათ, არ არის მზად შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ახლა „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მხრიდან ისეთივე მონდომება და შემართებაა, როგორიც ადრე იყო.

„დანიელსონმა გუშინ გარკვევით თქვა, რომ მისი ამოცანაა, იმუშაოს მხარეებთან ერთად მანამ, სანამ მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დანიელსონმა თქვა და ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ არც ერთი მხარე იმისთვის, რომ მივაღწიოთ შედეგს და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ლიდერების გუშინდელი განცხადებებისა, ჩვენი მხრიდან ისეთივე მონდომება, შემართებაა, რომ ჩვენ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან, როგორიც ადრე იყო და რაც მთავარია ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას ხედავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის სრული მზაობა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, ყველა რაც კი პოლიტიკურ ელიტაში არსებობს, ახლა სწორედ არის კონცენტრირებული იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ გარღვევას, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერები სამწუხაროდ, ძირითადად მიმართავენ თავიანთ რადიკალურ ფრთას, რომელიც ალბათ, არ არის მზად შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ახლა „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათი განცხადებები იყო პიარული განცხადებები, თავიანთი რადიკალური ფრთის საამებლად და მთავარი ის არის, რომ ახლა უნდა გამოვიდნენ ქვეყნის ინტერესებიდან პირველ რიგში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს