ირაკლი კობახიძე - გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება  შეთანხმების ხელმოწერით

გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ შეთანხმების ხელმოწერით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერების კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობები და ეს მოლაპარაკების პუნქტებზე აისახება, თუმცა დიალოგის წარმატებით დასრულების იმედს მაინც იტოვებს.

"შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხვალ კონსულტაციები სავარაუდოდ, გაგრძელდება.

„კონსულტაციები გრძელდება, ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროებთ დეტალებს, შესაბამისად გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციები. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა კობახიძის შეფასებით, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები - არა.

„მე შეგახსენებთ, რომ ჯამში უკვე ხუთი თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების რაუნდი. საკითხი რთულია, ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა. შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც. რთულია დისკუსია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩვენები რომ არ გაყალბებულა და პოლიპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვახვებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისათვის და დიალოგის წარმატებით მიღწევისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა