გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

როგორც გელხაური განმარტავს, მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„ბატონი სტურუა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე და როგორი არ უნდა იყოს მართლმსაჯულება. სტურუამ გააკეთა არჩევანი მის კარიერასა და უდანაშაულო ბიჭების დამნაშავედ ცნობაში და მან მოიპოვა ადგილი უზენაეს სასამართლოში. სტურუასთვის ეს განაჩენი იქნება სამარცხვინო მის კარიერაში. ჩვენ დემონსტრაციულად უარს ვაცხადებთ სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით პროცესზე დასწრებაზე, რადგან ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ამ მოსამართლის გამოცხადებული სასჯელიც იქნება დაუსაბუთებელი და უკანონო. აუცილებლად, სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე იმსჯელებს და ჩაიწერება, რომ სტურუამ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რის საფუძველზეც გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა", - განაცხადა გელხაურმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ