ნოდარ მელაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა

„ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ძირითადი კითხვები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მაგისტრ მოსამართლესთან ერთად ეკითხებოდნენ იყო, თუ სად გაეცნო ლევან მამალაძის ინტერვიუს და ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში მასთან კომუნიკაცია.

„გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენდა სად გავეცანი ლევან მამალაძის ინტერვიუს, ამას ტელევიზორში ვუყურე თუ ვინმემ გადმოცემით მიამბო. მე ვუპასუხე, რომ ვნახე ფრაგმენტები, რომელიც „ტვ იმედის“ ეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა. აინტერესებდათ, თავად ხომ არ გავარკვიე რაიმე ლევან მამალაძის თქმულ ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო საქმესთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ არა. აინტერესებდათ კომუნიკაცია ხომ არ მქონდა ლევან მამალაძესთან ამ ინტერვიუს შემდეგ ან ლევან მამალაძის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ, გეგმავდნენ ჩვენი სიცოცხლის მოსპობას. ასევე კითხვა იყო, მანამდე ხომ არ ვიცნობდი მათ და მქონდა თუ არა კომუნიკაცია და ვუპასუხე, რომ მე ვარ ჟურნალისტი და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და ოდესღაც შეიძლება მქონდეს ჩაწერილი ინტერვიუ.

კანონით მე მაქვს უფლება ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია არ გავასაჯაროვო, იმიტომ, რომ მათ აინტერესებდათ ვისთან ან როდის მქონდა კომუნიკაცია" , - განაცხადა მელაძემ.

ნოდარ მელაძესთან ერთად გამოკითხვაზე ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც დაიბარეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა და ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კითხავენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო