ამირან გამყრელიძე - საზოგადოებამ დაიჯერა, რომ გავიმარჯვეთ, რამაც შეიძლება პრობლემები შექმნას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, არის იმის საშიშროება, რომ ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

„პირდაპირ გეტყვით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შევასრულეთ, რისი მიზეზი იქნება, ამაზე აღარ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, საშიშროება იმისა, რომ ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები იყოს შემოღებული, ნამდვილად იქნება. ამიტომ, ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ უშვებს, რადგან გვინდა, რომ კეთილსაიმედო პროგნოზი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა, რამაც შესაძლოა, პრობლემები შექმნას.

„საზოგადოება მოეშვა, ისევ არის ტენდენცია იმისა, რომ საზოგადოებამ დაიჯერა, რომ გავიმარჯვეთ, როგორც ზაფხულში და ამან შეიძლება პრობლემები ნამდვილად შექმნას. ამავე დროს, კონტროლის მექანიზმების მოსუსტებაც არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ჯერჯერობით ეპიდვითარება არ გაუარესებულა, თუმცა, ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა შესაძლოა, გარკვეული სიგნალი იყოს. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა