„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის წერილების რეგისტრაცია გრძელდება

საერთაშორისო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის წერილების რეგისტრაცია გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.

მათი ინფრომაციით, "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი" საქართველოში მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება, რომლის ორგანიზებასაც საქართველოში ახორციელებს "საქართველოს ფოსტა".

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, "საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზადი ღებულობა მონაწილეობას.

„2021 წლის საკონკურსო თემა გახლავთ "მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით". კონკურსის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და 15 წლამდე მოზარდებში წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია.

ჟიური გამოავლენს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება "მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდზე gpost.ge.

„საქართველოს ფოსტა“ გისურვებთ წარმატებებს!“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა