სოზარ სუბარი - ბორელის განცხადებას ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის კრიტიკა მოჰყვა, ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს

ბორელის განცხადებისა და ზოგადად, ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა - ბევრმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო საქმიანობას ალტერნატივა არა აქვს, ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილი უფრო რადიკალურ მოქმედებებზე წავა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სოზარ სუბარმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ეს აღიარება არ გაუკეთებია მხოლოდ ქართულ ოპოზიციას და ასევე რუსეთისაგან არ მოუსმენია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

"როცა გუშინ ბორელმა სამართლიანი არჩევნების შესახებ თქვა, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის კრიტიკა მოჰყვა. ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სუბარს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსი შედგება.

"ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ნამდვილად გამოჩნდა, რომ ისინი გაცილებით უფრო კონსტრუქციული არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, როცა თავის დროზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო მანდატები არ შევუწყვიტეთ, ეს სწორედ ჩვენი კონსტრუქციულობის მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა, ვერანაირი ევროკავშირის შუამდგომლობა ვერ შედგებოდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა