თბილისის ბოტანიკურ ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის ბოტანიკურ ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბოტანიკურ ბაღს ირინე დანელია უხელმძღვანელებს.

„ირინე დანელია გახლავთ გენეტიკოსი, ბოტანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მაღალი რანგის სპეციალისტი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაადგება ბოტანიკურ ბაღს. მინდა ქალბატონ ირინას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. თამაზ დარჩიას, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის. ის ჩვენთან, მერიაში აგრძელებს მუშაობას ეკოსერვისის სამსახურში, სადაც დაგვეხმარება ამ სამსახურის კიდევ უფრო გამართული მუშაობისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს