მეუფე ნიკოლოზი - დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად გვითხრან, რა ვაქცინები შემოიტანეს, რას გვპირდება ეს ვაქცინა - ნეტავი მართლა უსაფრთხო იყოს და აბა რას ვიზამთ? გავუწევთ რეკომენდაციას, აბა რა იქნება?!

შემიძლია შეგპირდეთ პირდაპირ, რომ აცრა ან აცრისგან თავის შეკავება ზიარებაზე არ იმოქმედებს, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ის, თავადაც გაიკეთებს ვაქცინას, თუ მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება და თუ ამირან გამყრელიძე ურჩევს.

„თხოვნა მაქვს მე ყველას მიმართ, პირველ რიგში ტელევიზიების მიმართ, მეორე რიგში ალბათ მთავრობის მიმართ და მესამე რიგში ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რომ გაგვაგებინეთ რა არის?! რა ვირუსია?! მოსახლეობის სახელით მოგმართავთ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ინტერნეტში ყველაფერს გავეცნოთ და ამას საგანმანათლებლო ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაგვაგებინონ, ზუსტად გვითხრან, რა ვაქცინები შემოიტანეს, რა ვადები აქვს, რას გვპირდება ეს ვაქცინა. ნეტავი მართლა გაგვაგებინონ, ნეტავი მართლა უსაფრთხო იყოს და აბა რას ვიზამთ, გავუწევთ რეკომენდაციას, აბა რა იქნება?! გააჩნია რამდენი ვაქცინაა, რა რისგან შედგება და ა.შ. არ შეიძლება რომ აგვიხსნან ნორმალურად?! „დედა ენაში“ არის ასეთი მაგალითი - ძაღლები ჩხუბობენ ერთმანეთთან და გამოჩნდება მგელი. ამ ჩხუბს მიანებებენ თავს და ყველა გაენთება ამ მგელს, რომ ეს მგელი დაამარცხონ და ეს მგელია ვირუსი, ხოდა გავერთიანდეთ ყველანი, დავეხმაროთ ერთმანეთს, ნუ დავაბრალებთ ერთმანეთს ნურაფერს და გამოვიკვლიოთ და როგორც უკეთესია ისე გავაკეთოთ, არ ჯობია?!

შემიძლია შეგპირდეთ პირდაპირ, რომ აცრა ან აცრისგან თავის შეკავება ზიარებაზე არ იმოქმედებს. შეიძლება ადამიანს არ მივცეთ ზიარების უფლება ცოდვების გამო, მაგრამ იმიტომ, რომ აიცრა ან იმიტომ, რომ აცრაზე უარი თქვა ამას არავითარ შემთხვევაში არავითარი შეფერხება ზიარებაზე არ ექნება - ეს არის სინოდის გადაწყვეტილება.

ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ვაქცინა, როგორც კი შემომთავაზებენ აუცილებლად გავერკვევი და აუცილებლად დავუსვამ კითხვებს მას ვინც შემომთავაზებს აცრას, ყველაფერს გამოვიკითხავ, შემდეგ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას გავაცნობ და თუ მირჩევს ის პიროვნება, მაშინ მე, რა თქმა უნდა, არავითარი მიზეზი არ მექნება, რომ მას უნდობლობა გამოვუცხადო. განსაკუთრებით თუ ეს პიროვნება ამირან გამყრელიძე იქნება, რომელსაც მე ვენდობი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა