მარინა კალიურანდი - დაჟინებით გთხოვთ გამოიყენოთ ეს შანსი და დაახლოვდით, მოუსმინეთ ერთმანეთს და  ქართველი ხალხის ინტერესებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგით

უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ნამდვილი სიამოვნება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, თუმცა ასევე უნდა ვთქვა, რომ ადრეც შევხვედრივარ მას. კარგი კოლეგები და მეგობრები ვართ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი საუბარი შედგა”, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან პრემიერს ასოცირების საბჭოს ჩატარება მიულოცა. საუბარი შეეხო ასევე პოლიტიკურ კრიზისს.

„პრემიერ-მინისტრს ასოცირების საბჭოს შეხვედრის ჩატარება მივულოცე, თუმცა ასევე შევეხეთ რთულ საკითხებს და პოლიტიკურ კრიზისს. კომპრომისის პოვნა ვთხოვე ოპოზიციასთან, რათა ბატონი დანიელსონის მისია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელის ინიციატივა წარმატებით დაგვირგვინდეს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის არის. იმიტომ, რომ ხალხმა მკაფიოდ განაცხადა ევროკავშირთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის, ტრანსატლანტიკური კავშირის სურვილი. ამიტომ, პარტიული ინტერესები ხალხის ინტერესების უკან დააყენონ“, - განაცხადა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, მისი რჩევაა, რომ შემდეგში პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკური ინტერესების მაღლა დააყენონ.

„მე კონკრეტულს ვერაფერს შევთავაზებდი. ეს ჩემი პრეროგატივა არ გახლავთ. ჩემი რჩევა შემდეგში მდგომარეობს: ქართველი ხალხის ინტერესები პოლიტიკური ინტერესების ზემოთ დადგეს. ჩემი რჩევაა პოპულარული გადაწყვეტილებებისგან თავი შევიკავოთ ჯერ და გრძელვადიანი ინტერესები ვიქონიოთ. გრძელვადიანი ხედვა გვქონდეს საქართველოსა და ქართველი ხალხის სასიკეთოდ. მე დიპლომატი გახლავართ. მწამს მოლაპარაკებების, ერთმანეთის მოსმენის და კომპრომისების პოვნის. არსებული სიტუაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა. პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობის და მედიატორის დანიშვნის გამო გახლავთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა. დაჟინებით გთხოვთ გამოიყენოთ ეს შანსი და დაახლოვდით, მოუსმინეთ ერთმანეთს და ხალხის ინტერესებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგით, თუნდაც არ იყოს ეს ყოველივე დღეს პოპულარული“, - განაცხადა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს