სვენ მიკსერი - ხელისუფლებას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიციამაც თავშეკავება უნდა გამოიჩინოს

ხელისუფლებას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიციამაც თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, - ამის შესახებ, ევროპარლამენტის მომხსენებელმა საქართველოზე, სვენ მიკსერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს სიტუაციის სიმძიმე. სვენ მიკსერის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოთქვა მედიაციის სურვილი და ჩართო პირადი წარმომადგენელი - ძალიან გამოცდილი დიპლომატი, ეს ცხადყოფს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი გამოსავლის პოვნას.

„ეს შესაძლებლობის ფანჯარა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღია არ იქნება. პოლიტიკურმა მხარეებმა საქართველოში, უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი ვერ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, მათ, ალბათ, მოუწევთ დალოდება შემდეგი შესაძლებლობის ფანჯრისთვის.

საქართველოში იმყოფება სპეციალური წარმომადგენელი დანიელსონი. ჩვენ კი, როგორც ევროპარლამენტი და სხვა ინსტიტუტები, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მხარი დავუჭიროთ მედიაციას და გამოსავლის მოძებნის პროცესს. სპეციალური წარმომადგენელი პასუხისმგებელია მედიაციაზე, მაგრამ ჯამში ქართველ პოლიტიკურ მხარეებზეა დამოკიდებული - მათ ერთად უნდა გამონახონ გამოსავალი. ეს ყველასთვის თანაბრად არასასიამოვნოა, რადგან კომპრომისები ყოველთვისაა დაკავშირებული ამასთან“, - აღნიშნა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა